საწრეო მუშაობის რეფლექსია
ინგლისური წრის მეცადინეობის დროს მოსწავლეები
ჩართულები იყვნენ ფონოლოგიური და გრამატიკული ერთეულების შესწავლით. მეცადინეობის პერიოდში
ეტაპობრივად განვიხილეთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. წრის შექმნის იდეა თავად
მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე მომდინარეობდა, აქ განვიხილავდით მარტივ და
საწყის გრამატიკულ და ფონოგრაფიულ საკითხებს, როგორიცა (ასოთშეთანხმემები, to be-ზმნა,
can, to be going to და სხვა გრამატიკული კონსტრუქციები.) საწრეო მუშაობის დროს განხილული
თითოეული საკითხი მიესადაგება ეროვნულ სასწავლო
გეგმას. საწრეო მუშაობის დროს შექმნილი იყო
კეთილგანწყობილი გარემო. აქ ყველას ქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. მოსწავლეები
თავად იყვნენ აქტიურად ჩართულები სამუშაო პროცესში მაქსიმალურად ვცდილობდი საკითხები
მათ ინტერესებზე მომერგო. მათი დაინტერესება კი სტიმული იყო ჩემთვის, რათა მომდევნო
შეხვედრისთვის უფრო აქტიურად და სახალისოდ წარმემართა სამუსაო პროცესი. მოსწავლეები
მუშობდნენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში და გუნდურად. ყოველი შეხვედრა იყო
სახალისო და საინტერესო, აქტიურად თანამშრომლობდნენ და ამყარებდნენ კომუნიკაციას ერთმანეთთან.
მიზნის მისარწევად ვიყენებდი შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, მარკერი, ფერადი ფანქრები,
პროექტორი, ლეპტოპი და სხვადასხვა ფლეშკარტებს.
მიუხედავად იმისა რომ, ყველაფერი გეგმის
მიხედვით იყო დაგეგმილი მაინც იყო მცირე ხარვეზები. განსაკუთრებით გაცდენებთან დაკავშირებით.(იყო
ვირუსული ინფექცია-წითელა). სამომავლოდ ვფიქრობ ორიენტირებას ავიღებ პრეზენტაციებისა
და პროექტების კეთებაზე. დადებითი იყო ის რომ აქ განხილული საკითხები მჭიდრო კავშირში
იყო მათ საგაკვეთილო პროცესთან. რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
ასე რომ შემიძლია თამამად დავასკვნა,რომ მთელი წლის საწრეო მუშაობამ ნაყოფიერად ჩაიარა.
No comments:
Post a Comment